Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პროტესტს გამოთქვამენ რუსულის შესახებ კანონპროექტის გამო


კიევში ასობით ადამიანი შეიკრიბა რუსული ენის სტატუსის შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სამშაბათს პარლამენტში ბოლო მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსულის სტატუსს. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტშივე მოჰყვა დაპირისპირება კანონპროექტის მომხრე „რეგიონთა პარტიის“ წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის. პროტესტის ნიშნად, გადადგომის შესახებ გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ ლიტვინმა. იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას ხელი უნდა მოაწეროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც „რეგიონთა პარტიას“ ხელმძღვანელობს. გუშინ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ, თუ ვერ მოხერხდა კრიზისის განმუხტვა, შესაძლოა საჭირო გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
XS
SM
MD
LG