Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ განაახლა პაკისტანზე გამავალი მარშრუტებით სარგებლობა


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ხუთშაბათს განახლდა ნატოს ტვირთების ავღანეთში გადატანა პაკისტანზე გამავალი სახმელეთო მარშრუტებით, რომლებიც შვიდი თვე ჩაკეტილი იყო. ისლამაბადი სამშაბათს დათანხმდა მარშრუტების გახსნას მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა „გულწრფელი თანაგრძნობა“ გამოუცხადა პაკისტანს გასული წლის ნოემბერში, ნატოს საჰაერო თავდასხმის შედეგად შეცდომით 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დახოცვის გამო. ისლამაბადმა სატრანზიტო გზები ჩაკეტა პროტესტის ნიშნად და მათი გახსნის პირობად მოითხოვა ვაშინგტონისაგან ბოდიში. ბლოკადის გამო ნატო იძულებული იყო, ავღანეთში კონტინგენტის მოსამარაგებლად ესარგებლა უფრო გრძელი და ძვირადღირებული ჩრდილოეთის მარშრუტებით, რომლებიც გადის რუსეთზე და შუა აზიაზე. სატრანზიტო გზების გახსნაზე შეთანხმებით, ვაშინგტონი პაკისტანის სამხედრო ძალებს მიაწვდის დამატებით მილიარდ დოლარს მეამბოხეების საწინააღმდეგო ოპერაციების დასაფინანსებლად.
XS
SM
MD
LG