Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ანქვაბმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვია


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვია. ანქვაბის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე საქართველოსთან საზღვრის დაცვის საკითხები განიხილება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომას წინ უძღოდა ალექსანდრ ანქვაბის ინიციატივით გამართული თათბირი, რომელშიც ადგილობრივი მთავრობის და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს აფხაზეთის განყოფილების ხელმძღვანელი კომარევცევი მონაწილეობდნენ. დახურული თათბირის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ანქვაბს გააცნეს საქართველოსთან საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და გამშვები პუნქტების მოწყობის წინადადებები. ამავე წყაროს ცნობით, ანქვაბმა განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირებისთვის აუცილებელია რუს მესაზღვრეებთან ურთიერთქმედებით, შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობა.
XS
SM
MD
LG