Accessibility links

დავით გამყრელიძე: ხელისუფლება მონოპოლიების დამცველად გვევლინება


ხელისუფლება და "ქართული ოცნება" საბჭოთა პერიოდში დასაბრუნებლად ერთმანეთს ეჯიბრებიან - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მისი შეფასებით, ბოლო დღეებში საზოგადოებამ იხილა მერაბიშვილისა და ივანიშვილის შეჯიბრი, თუ ვინ უფრო სწრაფად დააბრუნებს საქართველოს საბჭოთა პერიოდსა და სოციალიზმში. ”საბჭოთა სისტემამ აჩვენა, რომ პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ მილიარდებით გაუთავებელი რახარუხი ნამდვილად არ ნიშნავს მეტ ზრუნვას და კეთილდღეობას ხალხისთვის", - განაცხადა ”ახლების” ლიდერმა. ამასთან, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ მისმა პარტიამ აიძულა ხელისუფლება და ოპოზიცია ქართული სოფლის პრობლემებით დაინტერესებულიყვნენ. დავით გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეიდან "ახალი მემარჯვენეები" იწყებს ახალ, ფართომასშტაბიან კამპანიას "არა მონოპოლიებს." ”დღევანდელი ხელისუფლება არათუ ცდილობს მონოპოლიების მოსპობას, არამედ თავად გვევლინება მონოპოლიების დამცველად, რადგან ამ მონოპოლიური სფეროდან მოჭრილი წილი პირდაპირ ხელისუფლების შავ სალაროში იყრის თავს", - განაცხადა ”ახლების” ლიდერმა.
XS
SM
MD
LG