Accessibility links

ეუთო შუა აზიის ქვეყნებს მოუწოდებს მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) შუა აზიის ქვეყნებს მოუწოდებს, უზრუნველყონ მედიის თავისუფლება და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა თურქმენეთში ვიზიტისას, ონლაინ-მედიისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ინტერნეტი უნდა იყოს „ღია და საჯარო ფორუმი“ აზრის თავისუფლად გამოსათქმელად, მთავრობის ჩარევისა და აკრძალვების გარეშე. შუა აზიაში ხელი არ მიუწვდებათ ბევრ ვებსაიტზე, მათ შორის სოციალურ ქსელებსა და უცხოეთში დაფუძნებულ ოპოზიციურ საიტებზე. ეს ეხება, პირველ რიგში, თურქმენეთს. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ თურქმენეთს, რომელიც ეუთოს წევრია, მიაკუთვნებს მედიის თავისუფლების მხრივ, მსოფლიოში ყველაზე უარეს რვა ქვეყანას. ჩვენი რადიოს თურქმენული სამსახურის ცნობით, მის კორესპონდენტს არ მისცეს აშხაბადში კონფერენციაზე დასწრების უფლება.
XS
SM
MD
LG