Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს სირიის სხვადასხვა რეგიონში სულ ცოტა 56 ადამიანი დაიღუპა


ხუთშაბათს სირიის სხვადასხვა რეგიონში სულ ცოტა 56 ადამიანი დაიღუპა. სირიელ ადამიანის უფლებების დამცველთა თანახმად, 39 მათგანი - სამოქალაქო პირია. ამავე წყაროს ცნობით, სირიის სამთავრობო ჯარები ხუთშაბათს იერიშებს აწარმოებდნენ პროვინცია იბდილში, კერძოდ ქალაქ მაართეთ ალ-ნუმანსა და სოფელ ალ-ტაჰში. მოხდა შეტაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დერააში, სადაც 16 თვის განმავლობაში იშვა ბაშარ ასადის საწინააღმდეგო მოძრაობა. ხუთშაბათს მოსკოვში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველესთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ გეგმავს სირიის პრეზიდენტ ბაშარ-ასადისთვის პოლიტიკური თავშესაფრის შეთავაზებას.
XS
SM
MD
LG