Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოში გაიმართება დონორთა შეხვედრა ავღანეთის საკითხზე


კვირას ტოკიოში დაახლოებით 70 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბება და ავღანეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ. იგულისხმება ავღანეთის მხარდაჭერა 2014 წლის შემდეგ, როცა მის ტერიტორიას უცხოეთის ძალები დატოვებენ. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ პირველი სამი წლისთვის წელიწადში 4 მილიარდ დოლარს მოითხოვს. დონორი სახელმწიფოები კი აცხადებენ, რომ მათ სურთ მეტი გარანტიების მიღება იმისათვის, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული არ გაიფლანგოს კორუფციისა და არასწორი ადმინისტრირების გამო. უფლებადამცველი ორგანიზაცია ”ამნისტი ინტერნეიშენალი” აცხადებს, რომ დონორებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ დახმარება მიმართული იქნება ”ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და შეცვლის მათ ცხოვრებას”. 2002 წლიდან დღემდე ავღანეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით თითქმის 60 მილიარდი დოლარი აქვს მიღებული. ”ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” შარშანდელი მონაცემებით, ავღანეთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რიგში მეორე ადგილზეა.
XS
SM
MD
LG