Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდი: მსოფლიო ეკონომიკის ზრდა ნელდება


დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ტოკიოში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდა ნელდება და ეს აისახება სავალუტო ფონდის პროგნოზებზე, რომელიც მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება. ლაგარდის თანახმად, ფონდის მიერ ბოლო პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივა ”უფრო საგანგაშო” გახდა. აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წლისთვის - ორი მეათედი პროცენტით, მომავალი წლისთვის კი ერთი პროცენტით აწია მსოფლიო ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი. სამშაბათს სსფ-მ ერთი მეათედი პროცენტით დაწია აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია შეუსაბამოდ სწრაფად ცდილობს შეამციროს სახელმწიფო ვალი.
XS
SM
MD
LG