Accessibility links

ირაკლი გილაური: "საქართველოს ბანკი" არ აპირებს ბანკ ”ქართუს" ყიდვას


"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ცნობას, რომ "საქართველოს ბანკი" ბანკ ”ქართუს" ყიდვას აპირებს. გილაურის განცხადებით, ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-სა და ”პროგრეს ბანკის” აქციათა 21.7%-ზე აუქციონი 2 ივლისს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ”ქართული ოცნების” ლიდერმა კონტროლის პალატისგან დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმა უკანონოდ მიიჩნია და მის გადახდაზე უარი თქვა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, უკანონოა ”ქართუ ჯგუფის” აქციების დაყადაღება და აუქციონზე გატანაც, რადგან ის ამ ჯგუფში წილს საერთოდ არ ფლობს.
XS
SM
MD
LG