Accessibility links

logo-print

"ქართული ოცნების" წევრ პარტიებს ამოეწურათ ჯარიმის გადახდის ვადა


კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე სასამართლოს მიერ დაკისრებული, ორ მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურათ. კოალიციის ადვოკატების განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებს შემდგომი პროცედურების შესახებ სააღსრულებო ფურცელი ჯერჯერობით არ მიუღიათ. ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელი სასამართლოსგან უნდა მიიღოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რის შემდეგაც დაიწყება ქონების აღწერის, დაყადაღების და აუქციონზე იძულებით გატანის სტანდარტული პროცედურები. ბარამიძის თქმით, ”ქართული ოცნების” წევრმა პარტიებმა თანხის გადახდაზე უარი იმ მიზეზებით თქვეს, რომ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და ამასთან, დაკისრებული თანხა არ გააჩნიათ. კოალიციის სუბიექტების დაჯარიმება უკავშირდება კომპანია ”მენეჯმენტ სერვისს,” რომლის მიერ პარტიების ოფისებში ჩატარებული რემონტის ღირებულება კონტროლის პალატამ საბაზრო ფასზე ნაკლებად და უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.
XS
SM
MD
LG