Accessibility links

ლიბიაში არჩევნები ჩატარდება ძალადობის მიუხედავად


ლიბიის გარდამავალმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ შაბათ-კვირისთვის დაგეგმილი არჩევნები ჩატარდება მიუხედავ იმისა, რომ ძალადობის ფაქტები მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთში, საარჩევნო კომისიაში. ქალაქ აჯდაბიაში ცეცხლი წაუკიდეს საარჩევნო კომისიის ოფისს. ასეულობით პირი დაესხა თავს კომისიის ოფისს ბენღაზიში. ხუთშაბათს ფიცი დადეს პოლიციის, რევოლუციის შემდგომმა პირველმა კადეტებმა, რომლებიც დაიცავენ წესრიგს არჩევნების მსვლელობისას. ლიბიელებმა ეროვნული კონგრესი უნდა აირჩიონ. კონგრესი შემდეგ ახალ მთავრობას შექმნის და შეიმუშავებს ახალ კონსტიტუციას.
XS
SM
MD
LG