Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა კანონპროექტი "უცხოეთის აგენტებზე"


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას უცხოეთიდან გრანტების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციებისათვის. კანონპროექტს მიემხრო 323 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო ოთხი, თავი შეიკავა ერთმა. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია „სამართლიანმა რუსეთმა“, რომელიც კანონპროექტის წინააღმდეგია. „ერთიანი რუსეთის“ მიერ შეთავაზებული დოკუმენტით, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, შეიყვნენ საგანგებო რეესტრში. მათ დაეკისრებათ საგანგებო ანგარიშვალდებულება და, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კანონპროექტს „რეპრესიულად“ მიიჩნევენ რუსეთში მოქმედი მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველები.
XS
SM
MD
LG