Accessibility links

logo-print

პაკისტანში საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს 12 სავარაუდო ექსტრემისტი


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა თავდასხმა განახორციელა ექსტრემისტების ობიექტზე ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციაში, რის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაიჭრა სამი ექსტრემისტი. დასახლება დატა ხელი, სადაც ექსტრემისტები იმყოფებოდნენ, მიჩნეულია თალიბანის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის, ჰაფიზ გულ ბაჰადურის მიერ გაკონტროლებულ ადგილად. ბაჰადური ეჭვმიტანილია მებრძოლების პაკისტანიდან ავღანეთში გაგზავნაში, იქ ნატოს ჯარებთან საბძროლველად.
XS
SM
MD
LG