Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრა


ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო დონორთა მნიშვნელოვან კონფერენციაში. ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ ავღანეთისთვის სამოქალაქო დახმარების გამოყოფაზე მას შემდეგ, რაც იქ 2014 წელს სამხედრო ოპერაციები დასრულდება. ერთდღიანი კონფერენცია კვირას გაიმართება. როგორც ვარაუდობენ, 70 ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერები და წარმომადგენლები გამოვლენ პირობით, რომ ავღანეთს განვითარებისთვის ყოველწიურად დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფენ. კარზაი ტოკიოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან ერთად ქაბულში გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ გაემგზავრა. კლინტონმა ამ პრეს-კონფერენციაზე ავღანეთს აშშ-სთვის „ნატოს არა-წევრი მნიშვნელოვანი მოკავშირე“ უწოდა.
XS
SM
MD
LG