Accessibility links

logo-print

რუსეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა


რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, კასნოდარის რეგიონში მომხდარ წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებულია 13,000-მდე პირი. ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკვორცოვას მიერ მოსკოვში გაკეთებული განცხადების თანახმად, დაღუპულების და ქონებრივად დაზარალებულების გარდა, კიდევ 91-მა ადამიანმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ბევრი მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულთაგან 14 ბავშვია.
XS
SM
MD
LG