Accessibility links

logo-print

სასამართლომ დაამტკიცა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების დაჯარიმება


თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ივლისს დაამტკიცა სახელმწიფო აუდიტის მონიტორინგის სამსახურის მიერ მიერ ერთი დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილებები ოპოზიციური კოალიციის, „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების, შპს „ბურჯის“ და „მენეჯმენტ სერვისის“ 11 მილიონი ლარით დაჯარიმების თაობაზე. სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, შპს „ბურჯმა“უსასყიდლო მომსახურება გაუწია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს. კომპანია 8.64 მილიონი ლარით დაჯარიმდა. შპს „ბურჯის“ ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება მთლიანად ეფუძნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უსაფუძვლო არგუმენტებს. სასამართლოს მიერ დამტკიცებული მეორე საქმე შპს „ბურჯის“ და „მენეჯმენტ სერვისის“ 2.37 მილიონი ლარით დაჯარიმებას ეხება. სახელმწიფო აუდიტის მტკიცებით შპს „ბურჯმა“, რომლეიც „მენეჯმენტ სერვისმა“ დაიქირავა, „ქართულ ოცნების“ ოფისები გაარემონტა, მაგრამ „ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა.“
XS
SM
MD
LG