Accessibility links

logo-print

ლიბიის აღმოსავლეთში არჩევნების დროს დემონსტრანტი მოკლეს


ლიბიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ აჯდაბიაში შაბათს მიმდინარე არჩევნების დროს დემონსტრანტი მოკლეს. ოფიციალური პირების ცნობით, მას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ერთ-ერთი უბნიდან საარჩევნო ყუთის მოპარვას ცდილობდა. ბოლო 60 წლის მანძილზე ეს ლიბიისთვის პირველი თავისუფალი არჩევნები იყო. 2,7 მილიონამდე ამომრჩეველი ირჩევდა 200 წევრიან საკრებულოს - რომელიც, თავის მხრივ, ახალ მთავრობას შექმნის და ქვეყნის ახალ კონსტიტუციას დაწერს. კენჭისყრაში მონაწილე 3,700 პირს შორის უმრავლესობას ისლამისტური პროგრამის მქონე კანდიდატები შეადგენდენ, თუმცა იყვნენ სეკულარული პლატფორმის მქონე პირებიც. გავრცელებული ცნობებით, ქვეყნის აღმოსავლეთში საბოტაჟის შემთხვევების გამო 101 უბანზე არჩევნები ვერ ჩატარდა. ბოლო პერიოდში კენჭისყრის ბოიკოტირების შესახებ მოწოდებები ქალაქ ბენღაზის სიახლოვეს ისმოდა - რომელიც ჩივის, რომ ტრიპოლიში განთავსებული დროებითი მთავრობა მის უგულებელყოფას ახდენს. პარასკევს ბენღაზიში ასობით პირმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონებს საკრებულოში მხოლოდ 60 ადგილი გამოეყოთ, დასავლეთს კი 102. პარასკევს შეიარაღებულმა პირებმა ბენღაზის სიახლოვეს ჩამოაგდეს ვერტმფრენი, რომელსაც არჩევნებისთვის საჭირო მასალები მიჰქონდა. დაიღუპა საარჩევნო კომისიის ერთი წევრი.
XS
SM
MD
LG