Accessibility links

პუტინმა წყალდიდობის შესახებ გამაფრთხილებელი მექანიზმების შემოწმების ბრძანება გასცა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა შემოწმდეს წყალდიდობის შესახებ გამაფრთხილებელი მექანიზმები. პუტინი ამ განცხადებით გამოვიდა შავი ზღვის სანაპიროს მონახულების შემდეგ, სადაც წყალდიდობას 140 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. მან გამომძიებლებს დაავალა დაადგინონ, რამდენად ადექვატური იყო ადგილობრივი მთავრობის წევრების მხრიდან გავრცელებული გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. კრასნოდარის მხარეში რამდენიმე საათში მოვიდა საშუალოდ ორი თვის ნორმის ნალექი. რუსეთის წყლის რესურსების სახელმწიფო სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ვარაუდს, რომ კრიმსკში წყალდიდობა გამოიწვია ახლოს მდებარე რეზერვუარიდან წყლის გადმოღვრამ.
XS
SM
MD
LG