Accessibility links

logo-print

კლინტონი აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ და პაკისტანი აპირებენ წარსულს დაუტოვონ მათ ურთიერთობაში არსებული დაძაბულობა და კონცენტრირება მომავალზე მოახდინონ. კლინტონი ამ განცხადებით გამოვიდა ტოკიოში, ავღანეთის მსხვილი დონორების კონფერენციის კულუარებში, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰინა რაბანი ხართან შეხვედრისას.
„ჩვენ ორივე ვიმედოვნებთ, რომ მოვახერხეთ ახლახან არსებული სირთულეების გადალახვა და ამიერიდან შევძლებთ კონცენტრირებას იმ ბევრ გამოწვევაზე, რომელიც კვლავ წინ გველოდება. გვსურს, ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმებით შექმნილი პოზიტიური ინერცია გამოვიყენოთ ხელშესახები და აშკარა ნაბიჯების გადასადგმელად ჩვენი მრავალი, საერთო, მნიშვნელოვანი ინტერესის მიღწევის გზაზე“ - განაცხადა კლინტონმა. მას მხედველობაში ჰქონდა გასულ კვირაში მიღწეული შეთანხმება, რომლითაც პაკისტანმა შვიდთვიანი პაუზის შემდეგ გახსნა სახმელეთო მარშრუტები ავღანეთში ტვირთის გადასატანად. პაკისტანს ეს გზები ჩაკეტილი ჰქონდა ნოემბერში, ნატოს საჰაერო თავდასხმის შედეგად შეცდომით 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დახოცვის ფაქტის გაპროტესტების მიზნით.
XS
SM
MD
LG