Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად დახმარებას სთავაზობს


საქართველომ მაშველების და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა შესთავაზა რუსეთს, რომელიც კრასნოდარის მხარეში მომხდარი, ძლიერი წყალდიდობის შედეგებს ებრძვის. წყალდიდობას სულ მცირე 150 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის სახელით მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და განაცხადა, რომ ქართველი მაშველები სრულ მზადყოფნაში არიან რუსეთში გასამგზავრებლად. მანჯგალაძემ დასძინა, რომ საქართველო კრასნოდარში ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნადაც მზად არის და შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიიღეს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. შსს-ს საიტზე ასეთი დავალების მიღების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG