Accessibility links

logo-print

ეგვიპტის სამხედოები შეხვედრას მართავენ პრეზიდენტის ბრძანების ირგვლივ


ეგვიპტის სამხედრო საბჭო დაუგეგმავ შეხვედრას მართავს პრეზიდენტის იმ ბრძანებაზე სასაუბროდ, რომელიც დათხოვნილი პარლამენტის აღდგენას ითვალისწინებს.როგორც იუწყებიან, შეხვედრას ხელმძღვანელობს მარშალი ჰუსეინ ტანტავი - თავმჯდომარე საბჭოსი, რომელიც ეგვიპტეს ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების დამხობის შემდეგ მართავდა. საბჭომ დაითხოვა პარლამენტი, რომელშიც დომინანტურ ძალას ისლამისტები წარმოადგენდნენ. საბჭოს ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ეგვიპტის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრთა მესამედი უკანონოდ იყო არჩეული. პარლამენტი დღეს უფრო ადრე გაცემული ბრძანებით აღადგინა ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა, მუჰამედ მურსიმ. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „მენა“ ავრცელებს მურსის სიტყვებს, რომ პარლამენტმა მუშაობა ხელახალი არჩევნების გამართვამდე უნდა გააგრძელოს. მურსი წევრია ისლამისტური მუსულმანთა საძმოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა. მურსის მიერ დღეს გაცემული ბრძანება, როგორც სჩანს, წინააღმდეგობაში მოდის სამხედროების მიერ 16 ივნისს გამოცხადებულ „საკონსტიტუციო დეკლარაციასთან“, რომელმაც სამხედროებს საკანონმდებლო უფლებამოსილებები მიანიჭა და მურსის მისი საპრეზიდენტო ძალაუფლების დიდი ნაწილი შეუკვეცა. სამხედროებმა მურსის ხელისუფლება ოფიციალურად 30 ივნისს გადააბარეს.
XS
SM
MD
LG