Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საგანგებო წარმომადგენელი დამასკში ჩავიდა


გაეროს საგანგებო წარმომადგენელი, კოფი ანანი დამასკში ჩავიდა, რათა მოლაპარაკება გამართოს სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან. ანანის პრეს-მდივნის, აჰმად ფავზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ანანის ვიზიტის დეტალებზე საუბარი არ არის. ერთი დღით ადრე ანანმა აღიარა, რომ წარუმატებელი გამოდგა საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობა, მოეძებნა პოლიტიკური გამოსავალი სირიაში მზარდი ძალადობიდან. სირიის აქტივისტების ცნობით, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში, ანტი-სამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან, ქვეყანაში 14,000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. პარალელურად, დღეს სირიამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო, რომელიც რაკეტების გამოცდას და სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს ითვალისწინებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ წვრთნა შვიდ დღეს გასტანს. ანალიტიკოსების აზრით, ძალის ამგვარი დემონსტრირების მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობას გაეგზავნოს გაფთხილება, რომ არ ჩაერიოს სირიის კრიზისში.
XS
SM
MD
LG