Accessibility links

რუსეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა სულ მცირე 150-ს მიაღწია


სულ მცირე 150-ს მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც რუსეთის სამხრეთში წყალდიდობას ემსხვერპლნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ხანდაზმული იყო და მათ ვერ შესძლეს გაქცეოდნენ პარასკევს მოულოდნელად მოვარდნილ წყალს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაზარალებული მხარე მოინახულა და ბრძანება გასცა შემოწმდეს წყალდიდობის შესახებ გამაფრთხილებელი მექანიზმები. მან გამომძიებლებს დაავალა დაადგინონ, რამდენად ადექვატური იყო ადგილობრივი მთავრობის წევრების მხრიდან გავრცელებული გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. კრასნოდარის მხარეში რამდენიმე საათში მოვიდა საშუალოდ ორი თვის ნორმის ოდენობის ნალექი. რუსეთის წყლის რესურსების სახელმწიფო სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ვარაუდს, რომ კრიმსკში წყალდიდობა გამოიწვია ახლოს მდებარე რეზერვუარიდან წყლის გადმოღვრამ.
XS
SM
MD
LG