Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ლიბიის არჩევნებს მნიშვნელოვან მიღწევას უწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ლიბიას მიულოცა ათწლეულების განმავლობაში პირველი თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამას ქვეყნის დემოკრატიისკენ სვლის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 200 ადგილისგან შემდგარი პარლამენტის არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ 60 პროცენტი შეადგინა. ეგვიპტისა და ტუნისის მსგავსად, ხელისუფლებაში მოსვლას ლიბიაშიც ისლამისტები იმედოვნებენ - რომლებიც მუამარ კადაფის სეკულარული მმართველობის დროს რეპრესიებს განიცდიდნენ. კენჭისყრას ქვეყნის მღელვარებით მოცულ აღმოსავლეთში ძალადობა მოჰყვა. გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
XS
SM
MD
LG