Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი მოლაპარაკებებს გამართავს ბაშარ ასადთან


საერთაშორისო წარგზავნილი სირიაში კოფი ანანი დღეს დამასკში მოლაპარაკებებს გამართავს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. შეხვედრაზე განიხილავენ სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხს. ქვეყანაში უკვე 16 თვეა გრძელდება დაპირისპირება ოპოზიციასა და ასადის მთავრობას შორის. შაბათს კოფი ანანმა განაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია. ასადმა კი გერმანიის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც მან დაადანაშაულა აშშ სირიაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში და ”ტერორისტების ბანდის” მხარდაჭერაში. ასადმა საუდის არაბეთი და ყატარიც გააკრიტიკა და მათ სირიელი ”ტერორისტების” შეიარაღებაში დასდო ბრალი. ბაშარ ასადის განცხადებით, ”ექსტრემისტებს ”თურქეთიც ეხმარება.
XS
SM
MD
LG