Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობას პარლამენტმა მხარი დაუჭირა


საბერძნეთის ახალმა კოალიციურმა მთავრობამ პარლამენტის მხარდაჭერა მიიღო და შესძლებს ქვეყანაში ანტიკრიზისული ზომების გატარებას. კვირას საღამოს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300 ბერძენი პარლამენტარიდან ნახევარზე მეტმა გამოხატა ნდობა კონსერვატიულ-ცენტრისტული კაბინეტის და პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარისის მიმართ. მთავრობამ პირობა დადო, რომ შეძლებისდაგვარად შეამსუბუქებს მკაცრი ეკონომიის ყველაზე არაპოპულარულ ზომებს და, ამავე დროს, შეასრულებს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მისაღებად აუცილებელ პირობებს.
XS
SM
MD
LG