Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობა აღიარებს წყალდიდობის დროს დაშვებულ შეცდომებს


რუსეთის მთავრობა აღიარებს შეცდომებს, რომლებიც დაშვებულ იქნა შავი ზღვის პირა რეგიონში ძლიერ წყალდიდობაზე რეაგირებისას. სტიქიურმა უბედურებამ 170-ზე მეტი ადამიანი შეიწირა კრასნოდარის მხარეში. როგორც იუწყებიან, საგანგებო მდგომარეობათა მინისტრმა, ვლადიმირ პუჩკოვმა განაცხადა, რომ გაფრთხილება, რომელიც სავარაუდო წყალდიდობასთან დაკავშირებით გამოთქვა მისმა სამინისტრომ, ვერ მისწვდა წყალდიდობის საფრთხში მყოფი რეგიონის ყველა მოსახლეს. დღეს რუსეთში გლოვის დღეა: პატივს მიაგებენ სტიქიური უდებურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. წყალდიდობის შედეგად შაბათს დაიტბორა 5000-მდე სახლი, უმეტესწილად, ქალაქ კრიმსკში. ათასობით ადამიანს მოუწია სახლ-კარის მიტოვება.
XS
SM
MD
LG