Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი ემიგრაციიდან დაბრუნდა


აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი, აიაზ მუთალიბოვი ბაქოში დაბრუნდა რუსეთში 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ. მუთალიბოვს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას 1990 წლის იანვარში, დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე, რომელმაც ათობით ადამიანი შეიწირა. ამ პერიოდში მუთალიბოვი იყო აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ლიდერი. მას 1992 წელს აიძულეს, გადამდგარიყო, რის შემდეგაც მოსკოვში გადასახლდა. აზერბაიჯანში მუთალიბოვის დაბრუნებას გზა გაუხსნა ბოლოხანს დამტკიცებულმა კანონმა, რომელიც სახელმწიფოს ყოფილ ლიდერებს ანიჭებს იმუნიტეტს პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისათვის სამართლებრივი დევნისაგან.
XS
SM
MD
LG