Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიწყეს გამოძიება ქალის საჯაროდ სიკვდილით დასჯის შემდეგ


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება თალიბების მიერ მრუშობაში ბრალდებული ქალის საჯაროდ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით. ავღანეთსა და უცხოეთში აღშფოთება გამოიწვია ქალის დახვრეტის ამსახველმა ვიდეოჩანაწერმა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ მოიპოვა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, სედიყ სედიყიმ დღეს პირობა დადო, რომ ჩატარდება „საფუძვლიანი გამოძიება“ მკვლელობაზე პასუხისმგებელი თალიბების დასაკავებლად: „ჩვენ საფუძვლიანად გამოვიძიებთ ამ ვიდეოს და ვიპოვით ბოროტმოქმედებსა და თალიბებს, რომლებიც დგანან ძალადობისა და ტერორიზმის ამ აქტის, ამ სასტიკი აქტის უკან. ამის განმარტება, ამის აზრის პოვნა უკვე შეუძლებელია“, განაცხადა ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვიდეოფილმში ჩანს ქალი, რომელსაც თავში ესვრიან შეკრებილი ხალხის შეძახილების ფონზე. ვარაუდობენ, რომ ინციდენტი მოხდა ფარვანის პროვინციაში, რომელიც ქაბულის ჩრდილოეთით, 100-მდე კილომეტრში მდებარეობს. მკვლელობა დაგმეს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და ავღანეთის ნატოს ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯონ ალენმაც.
XS
SM
MD
LG