Accessibility links

ეგვიპტის პარლამენტის თავმჯდომარემ ხვალისთვის დანიშნა სხდომა


ეგვიპტის პარლამენტის თავმჯდომარე საად ელ-კატანიმ სამშაბათისთვის დანიშნა საკანონმდებლო ორგანოს სხდომა, მიუხედავად გავლენიანი სამხედრო საბჭოს პოზიციისა. სამხედროები ემხრობიან სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის ქვედა პალატის დათხოვნის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მოჰყვა ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მოწოდებას პარლამენტის სხდომის დანიშვნისაკენ. მურსი ისლამისტების წარმომადგენელია, ისევე როგორც პარლამენტარების უმრავლესობა. ხოლო სამხედრო საბჭო, რომელიც 2011 წლის თებერვლიდან, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ მართავს ეგვიპტეს, მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის თაობაზე. მიმომხილველების შეფასებით, ახლა კიდევ უფრო გამწვავდება ძალაუფლებისათვის ბრძოლა სამხედრო საბჭოსა და ეგვიპტის ახალ პრეზიდენტს შორის.
XS
SM
MD
LG