Accessibility links

logo-print

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს შვიდი ადამიანი


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, ექვსი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი დაიღუპნენ სამხედრო ბანაკზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. ინციდენტი დღეს მოხდა ისლამაბადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 150-მდე კილომეტრში მდებარე ვაზირაბადთან. თავდასხმისას დაჭრეს უშიშროების ძალების ხუთი თანამშრომელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, ამ რეგიონში ჩაიარა ასობით ისლამისტმა, რომელიც აპროტესტებს ნატოსთვის პაკისტანზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტების ისევ გახსნას. ეს პირები მონაწილეობენ საპროტესტო სვლაში ქალაქ ლაჰორიდან დედაქალქ ისლამაბადის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG