Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიქრია ჩიხრაძემ ”ახალი მემარჯვენეების" ანტიმონოპოლიურ კამპანიაზე ისაუბრა


”ახალი მემარჯვენეების" მიერ დაწყებულ ანტიმონოპოლიურ კამპანიაზე ისაუბრა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არ მალავს, რომ პოლიტიკაში მონოპოლიური მდგომარეობა სურს და მსგავსი მისწრაფება აღმოაჩნდა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც სააკაშვილის პოლიტიკური მონოპოლიის ჩანაცვლება უნდა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ”საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაცვლად იმისა, რომ არჩევანის საგანი ყოფილიყო უკეთესი ხედვა, პროგრამული ალტერნატივა და პროგრესულობა, იკვეთება ორი მხარის მისწრაფება, რომ საზოგადოებას შესთავაზონ არჩევანი უზომო ძალაუფლებასა და უზღვავ ფულს შორის.” ჩიხრაძის შეფასებით, მონოპოლიურადაა გადანაწილებული მედიასაშუალებები. ”საჭიროა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული მდგომარეობიდან, უზრუნველვყოთ რეალური თანაბრობა საარჩევნო პროცესში და დაუყოვნებლივ დაიწყოს საგნობრივი პროგრამული სატელევიზიო დებატები", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
XS
SM
MD
LG