Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საპარლამენტო კომისიამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს შესახებ


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მონაკოში, წლიური სესიის ფარგლებში დაამტკიცა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. რეზოლუციის პროექტი პოლონელმა დეპუტატმა, მიხალ შჩერბამ მოამზადა. რეზოლუციით ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, აგრეთვე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დე ფაქტო ხელისუფლებებს, ნება დართონ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას თავისუფლად შევიდნენ ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.” რეზოლუცია შეიცავს აგრეთვე მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, ეუთოს სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG