Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მევიოლინე მარინე იაშვილი


გარდაიცვალა ცნობილი მევიოლინე და პედაგოგი, მარინე იაშვილი, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, იყო მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. მარინე იაშვილი თბილისში დაიბადა და 6 წლის ასაკიდან ეუფლებოდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას. მისი პირველი პედაგოგი იყო მამა - პროფესორი ლუარსაბ იაშვილი. მოგვიანებით მარინე იაშვილმა სწავლა გააგრძელა მოსკოვის კონსერვატორიაში, კონსტანტინ მოსტრასის კლასში. ის უკრავდა მსოფლიოს წამყვან საკონცერტო სცენებზე, იყო მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და ჟიურის წევრი. მარინე იაშვილი მოსკოვში გარდაიცვალა 81 წლის ასაკში.
XS
SM
MD
LG