Accessibility links

logo-print

რუსეთმა შეაჩერა სირიისათვის იარაღის მიყიდვა


მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირის განცხადებით, მოსკოვი აღარ გააფორმებს ახალ კონტრაქტს სირიისათვის იარაღის მიწოდების შესახებ, ამ ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვამდე. რუსეთის სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ვიაჩესლავ დზირკალნიმ ბრიტანეთში ვიზიტისას უთხრა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს, რომ მოსკოვი განაგრძობს სირიასთან ადრე შეთანხმებული იარაღის ექსპორტს, მაგრამ აღარ გაუფორმებს ახალ კონტრაქტს იარაღის მიწოდებაზე. ასევე ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებები გამართა სირიელი ოპოზიციონერების წარმომადგენლებთან. ლავროვის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ოპოზიციაში თანხმობის მიღწევა და მისი დაყოლიება სირიის მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.
XS
SM
MD
LG