Accessibility links

logo-print

პაკისტანელი ისლამისტები აპროტესტებენ მარშრუტის გახსნას ნატოს ტვირთებისთვის


ორშაბათს ათასობით პაკისტანელმა ისლამისტმა გააპროტესტა ავღანეთში ნატოს ძალების მომარაგებისთვის პაკისტანის მარშრუტის გახსნის გადაწყვეტილება. 15 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა პაკისტანის პარტლამენტთან ხანგრძლივი მსვლელობის შემდეგ, რომელიც აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები ანტი-ამერიკული მოწოდებებით გამოდიოდნენ და ”პაკისტანის დაცვის საბჭოს” ბანერებს აფრიალებდნენ. ეს საბჭო აერთიანებს რელიგიურ პოლიტიკურ პარტიებს და ორგანიზაციებს, რომლებსაც აშშ-ებთან და ინდოეთთან კავშირების გაწყვეტა სურთ. შვიდთვიანი ბლოკადის შემდეგ, გასულ კვირაში პაკისტანის მთავრობამ თანხმობა განაცხადა ნატოს ტვირთებისთვის მარშრუტის გახსნაზე.
XS
SM
MD
LG