Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ ესპანეთისთვის დახმარებაზე


ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ ზოგიერთ პირობაზე, რომლითაც ფინანსურ დახმარებას გაუწევენ ესპანეთის ბანკებს. საწყისი ტრანში 30 მილიარდი ევროთი განისაზღვრა, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოსთვის გამოიყოფა. ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში გამართული 9 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროზონის მინისტრების შეთანხმება ოფიციალურად ივლისის მეორე ნახევარში გაფორმდება. შეთანხმება ითვალისწინებს აგრეთვე ესპანეთს ერთი წლით გაუხანგრძლივდეს ბიუჯეტის დეფიციტის 3%-მდე დაწევისთვის დაწესებული ვადა.
XS
SM
MD
LG