Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი კომუნისტები აპროტესტებენ რუსეთის გაწევრიანებას ვმო-ში


მოსკოვში, სახელმწიფო სათათბიროს შენობასთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მოწინააღმდეგეების აქციები მიმდინარეობს. დღეს დუმის დეპუტატები განიხილავენ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიკაციის საკითხს. დღევანდელ აქციას კომუნისტები მართავენ. მასში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს. ერთ-ერთ პლაკატზე წერია - ”ვმო-ში შესვლა - გზა უფსკრულისკენ”. დღესვე დაურეგისტრირებელი პარტიის - ”დრუგაია როსიას” აქტივისტები არიგებდნენ ფურცლებს და სახელმწიფო დუმის წინ მდებარე სასტუმრო ”მოსკოვის” შენობაზე გააკრეს ბანერი წარწერით - ”ვმო დაღუპვაა!”. ვმო-ში რუსეთის შესვლის შესახებ პროტოკოლს ხელი მოეწერა გასული წლის დეკემბერში. 23 ივლისამდე უნდა მოხდეს მისი რატიფიკაცია პარლამენტის მიერ, რის შემდეგაც რუსეთი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
XS
SM
MD
LG