Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პარლამენტმა სხდომა გამართა სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად


ეგვიპტის პარლამენტმა სხდომა ჩაატარა მიუხედავად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის დათხოვნას და რომელსაც მხარს უჭერს გავლენიანი სამხედრო საბჭო. პარლამენტის სხდომამ დღეს სულ რამდენიმე წუთი გასტანა და პირდაპირი ტელეეთერით გადაიცა. პარლამენტარები მიემხრნენ სამართლებრივი რჩევის თხოვნას სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა მან განმარტოს, თუ როგორ უნდა იქნეს განხორციელებული უზენაესი სასამართლოს გასული თვის გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ძალაში ტოვებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ. არადა წინა დღეს ეგვიპტის ახალმა ისლამისტმა პრეზიდენტმა, მუჰამად მურსიმ მოითხოვა კანონმდებლების პარლამენტში დაბრუნება. შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭო, რომელიც ეგვიპტეს მართავს შარშან პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ, აცხადებს, რომ მხარს უჭერს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ.
XS
SM
MD
LG