Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ევროკომისარი შტეფან ფიულე


საქართველოში იმყოფება ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე, რომელიც მონაწილეობს კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“. კონფერენცია ბათუმში იმართება. ფიულე ბათუმშივე ხვდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებს. აღმოსავლეთის პარტნიორობის „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ არის საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არაკომერციული იურიდიული პირების გაერთიანება. მის წევრებს შორის არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და სხვ.
XS
SM
MD
LG