Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკიპედიის“ რუსული საიტი დროებით დაიხურა


საინტერნეტო ენციკლოპედია „ვიკიპედიის“ რუსული საიტი დროებით დაიხურა ინფორმაციის შესახებ კანონში შეთავაზებული ცვლილების გასაპროტესტებლად. "ვიკიპედიის" მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, 10 ივლისს სახელმწიფო სათათბიროში განიხილავენ ინფორმაციის შესახებ კანონში შესატან შესწორებებს, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს ინტერნეტის მთელი რუსულენოვანი ნაწილის სასამრთლოს გარე ცენზურა, რუსულენოვანი "ვიკიპედიის" დახურვის ჩათვლით. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვიკიპედია“ აპროტესტებს ცოდნის თავისუფლად მიღებისათვის სახიფათო ცენზურის შემოღებას. გასულ პარასკევს სახელმწიფო სათათბიროში პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი ინფორმაციის შესახებ კანონში ცვლილების შესახებ. როგორც განმარტავენ, ცვლილება ემსახურება „ბავშვთა დაცვას ინფორმაციისაგან, რომელიც ავნებს მათს ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
XS
SM
MD
LG