Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს


10-12 ივლისს ბათუმი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები," რომლის ორგანიზატორია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და ევროკავშირის მაღალჩინოსნები და არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები. კონფერენციისას განიხილება ევროკავშირთან აღმოსავლეთ სამეზობლოს ინტეგრაციის პერსპექტივები, დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის, ეკონომიკისა და გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
XS
SM
MD
LG