Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლამბერტო ძანიერი: ეუთო ჟენევის მოლაპარაკების ერთგული რჩება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ”ეუთო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში პასუხს აგებს და ლიდერია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით.” ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას, რათა აღდგეს რუსეთის ვეტოს გამო შეწყვეტილი ეუთოს მისია. თავის მხრივ, ლამბერტო ძანიერმა განაცხადა, რომ ეუთო ჟენევის მოლაპარაკების პროცესის ერთგული რჩება და მის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. რაც შეეხება ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელისადმი უნდობლობის მიზეზით აფხაზური მხარის უარს, განახლდეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი ჯგუფების მუშაობა, ძანიერმა ყველა მხარეს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ამ საკითხზე ეუთო ელის ევროკავშირის ნათელ პოზიციას და ქმედებას. ამავე პრობლემის გამო, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ვეტოს უფლება მოიპოვოს იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
XS
SM
MD
LG