Accessibility links

საქართველოში იმყოფება ეუთოს გენერალური მდივანი


საქართველოში იმყოფება ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი. თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ძანიერმა განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუცია არ არის ორგანიზაციის ოფიციალური გადაწყვეტილება და პარლამენტართა ჯგუფის პოზიციას გამოხატავს, თუმცა, მას ეუთო აუცილებლად გაანალიზებს. "ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური სიგნალია და მისი ღირებულებაც სწორედ ეს არის", - განაცხადა ლამბერტო ძანიერმა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 9 ივლისს, მონაკოში დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენია და მოუწოდა რუსეთს და ორი რეგიონის დე ფაქტო ხელისუფალთ, ევროკავშირის მეთვალყურეებს ამ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება მისცენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე განაცხადა, რომ შეშფოთებულია დევნილთა ჰუმანიტარული მდგომარეობით და იმის გამო, რომ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება არ ეძლევათ.
XS
SM
MD
LG