Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება ვმო-ში გაწევრიანების შესახებ


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის გაწევრიანების შესახებ. რუსეთის გაწევრიანებას ერთხმად მიემხრნენ მმართველ პარტია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატები მაშინ, როცა წინააღმდეგი გამოვიდნენ პარლამენტში წარმოდგენილი დანარჩენი სამივე პარტიის წევრები. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია გასული წლის დეკემბერში დათანხმდა რუსეთის გაწევრიანებას, ამ საკითხზე 18 წელი მოლაპარაკების შემდეგ. რუსეთი ოფიციალურად გაწევრიანდება 30 დღეში მას შემდეგ, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინებს შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ.
XS
SM
MD
LG