Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართუ ჯგუფის" და "პროგრეს ბანკის" აქციები აუქციონზე არ გაიყიდა


სამშაბათს საღამოს დასრულდა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონებად მიჩნეული აქციების გასაყიდად სახელმწიფოს მიერ 2 ივლისს გამოცხადებული აუქციონი. აქციები არ გაყიდულა, რადგან არავის გამოუთქვამს მათი შეძენის სურვილი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლიკა წიკლაური განმარტავს, რომ პირველი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ შესაძლოა, დაინიშნოს განმეორებითი აუქციონი, ან გამოიცეს განკარგულება, რომლითაც ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა. იძულებითი აუქციონის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობას მისი შეწყვეტა მოსთხოვა ”ქართუ ჯგუფის” აქციონერმა 14-მა უცხოურმა და ორმა ქართულმა კომპანიამ. მათი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ”ქართუ ჯგუფის” აქციონერი და, შესაბამისად, ხდება სხვისი ქონების ექსპროპრიაცია. ”ქართუ ჯგუფის” აქციონერი კომპანიები საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ საკუთარი უფლებების დაცვას.
XS
SM
MD
LG