Accessibility links

logo-print

კოფი ანანი დადებითად აფასებს ბაღდადში გამართულ მოლაპარაკებას


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი დადებითად აფასებს სირიის შესახებ მოლაპარაკებას, რომელიც დღეს გამართა ერაყში ვიზიტისას. ის ბაღდადში შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მას შემდეგ, რაც სირიასა და ირანს ესტუმრა. ოთხშაბათს ის გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნობს სირიაში კრიზისთან დაკავშირებით გამართული რეგიონული ტურნეს შედეგებს. ანანის განცხადებით, დამასკი დათანხმდა გაეროს შუამავლობით მომზადებულ ახალ სამშვიდობო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს დაპირისპირების შეჩერებას, უწინარეს ყოვლისა, რეგიონებში, სადაც ყველაზე მწვავეა დაპირისპირება. მოგვიანებით დაძაბულობა უნდა განიმუხტოს სირიის დანარჩენ ტერიტორიაზეც. ირანში ვიზიტისას, ანანმა გამოთქვა შეფასება, რომ თეირანს შეუძლია „პოზიტიური როლის“ შესრულება სირიის კრიზისის მოგვარებაში.
XS
SM
MD
LG