Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ლილოში ქლორით მოწამლული ახალგაზრდა


ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად 5 ივლისს მოწამლული 18 წლის ახალგაზრდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. დღეს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ქლორის გაჟონვის გამო დაკავებულია კომპანია „სენტიმელ ჯი-ემ-ჯის" წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი, რომელსაც ბრალად ედება გარემოსთვის საშიში ნივთიერების, ან ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ქლორის გაჟონვის გამო 6 ივლისს დაკავებული, საწარმო „კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილიც.
XS
SM
MD
LG