Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა” გაიხსნა


ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია - ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" გაიხსნა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.
XS
SM
MD
LG