Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ლაოსში ჩავიდა


ჰილარი კლინტონი დღეს მოკლევადიანი ვიზიტით ლაოსში ჩავიდა. ის აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია ბოლო 57 წლის განმავლობაში, ვინც ამ ქვეყანას ეწვია. ვიზიტის განმავლობაში განიხილავენ ამერიკის ვიეტნამის ომში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მდინარე მეკონგზე დამბის მშენებლობას, რომელიც, ეკოლოგების აზრით, დამღუპველად იმოქმედებს მილიონობით ადამიანზე.
XS
SM
MD
LG